ნაღდი ფული თუ საკრედიტო ბარათები ?
ალბათ დამეთანხმებით რომ დღეს მთელ მსოფლიოში გადახდის ყველაზე მოსახერხებელი საშუალება საკრედიტო ბარათებია ან კიდევ ელექტრონული ფული. თქვენ შეგიძლიათ მსოფლიოს ერთ ბოლოში მიიღოთ რაიმე პროდუქტი მსოფლიოს მეორე მხარიდან და ისე რომ გადახდა მხოლოდ ინტერნეტით განახორციელოთ რაც დამეთანხმებით ძალიან მოსახერხებელია.
ასევე მოგზაურობის დროს რა თქმა უნდა საჭირო არის ნაღდი თანხა, მაგრამ უფრო მოხერხებული პრაქტიკა არის თან საკრედტო ბარათის წაღებაც, ვინაიდან მისი დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში შეგიძლიათ მშვიდად იყოთ ვინაიდან თანხას ვერ გამოიტანენ ბანკომატიდან პინ კოდის გარეშე და სანამ რაიმე ტერმინალზე გადახდას განახორციელებდნენ შეგიძლიათ ბანკს დაუკავშირდეთ და ბარათი დააბლოკინოთ, ასე რომ თქვენს თანხას არაფერი ემუქრება.
საკრედიტო ბარათის ტიპები
არსებობს სხვადასხვა კომპანიის ბარათები მაგრამ ტიპი არის 2 სახის : საკრედიტო და სადებეტო.
1. საკრედიტო ბარათზე თქვენ შეგაქვთ თანხა და ამის შემდგომ შეგიძლიათ მისი დახრაჯვა.
2. სადებეტო ბარათი კი შეგიძლიათ მაშინაც გამოიყენოთ როდესაც მასზე თანხა არ გაქვთ ანუ შეგიძლიათ "სესხი აიღოთ" .
Visa თუ Mastercard ?
Visa ბარათი ძალიან მოსახერხებელი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვინაიდან ის ამერიკული სისტემისაა , ხოლო Mastercard ევროპული სისტემის არის და ამიტომაც ევროპაში უპირატესობა მას ენიჭება. მიუხედავად ამისა მათი გამოყენება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არის შესაძლებელი. ძირითადი განსხვავება კი ის არის რომ Visa ბარათს ევროპაში თანხის გადასაცვლელად რამოდენიმე ოპერაციის შესრულება ჭირდბა. მაგალითად ლარის ევროში გადასაყვანად საჭირო არის შემდეგი ოპერაციები GEL->USD->EUR როცა Mastercard მეშვეობით პირდაპირ ხდება ლარის ევროში კონვერტირება.
დასკვნა
ამერიკაში უმჯობესია გამოიყენოთ Visa ხოლო ევროპაში Mastercard. რაც შეეხება საქართველოს, აქ მნიშვნელობა არ აქვს.